საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

დასრულდა 2024 წლის კონკურსი სამეცნიერო თანამდებობებზე

დასრულდა 2024 წლის კონკურსი სამეცნიერო თანამდებობებზე

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობებზე კანდიდატთა შემრჩევმა საკონკურსო კომისიამ შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნად ობსერვატორიის დირექტორს წარუდგინა გამარჯვებული კანდიდატები.

კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის 1 ვაკანსიაზე, რამდენადაც კომისიამ ამ თანამდებობაზე ვერცერთი კანდიდატი ვერ შეარჩია.

ობსერვატორიის დირექტორი, კონკურსის შედეგების გათვალისწინებით და გამარჯვებული კანდიდატების პირადი განცხადებების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის თანამდებობაზე მათი დანიშვნის შესახებ. ამ მიზნით, დასანიშნად წარდგენილ კანდიდატებს, ვთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილამდე, ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე - info@abao.ge მოგვაწოდონ პირადი განცხადებები.