დასრულდა განცხადებების მიღება სამეცნიერო თანამდებობებზე
- 8 დეკემბერი 2022
2022 წლის 4-6 დეკემბერს განხორციელდა განცხადებების მიღება საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში.
საკონკურსოდ წარმოდგენილ იქნა სულ 37 განცხადება, შემდეგი განაწილებით:
გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილება:
ა) მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ვაკანსია) - 1 განცხადება;
ბ) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ვაკანსია) – 3 განცხადება;
გ) მეცნიერი თანამშრომელი (5 ვაკანსია) - 6 განცხადება.
მზისა და მზის სისტემის განყოფილება:
ა) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (6 ვაკანსია) - 5 განცხადება;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი (7 ვაკანსია) - 16 განცხადება.
თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილება:
ა) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (4 ვაკანსია) - 3 განცხადება;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი (4 ვაკანსია) - 3 განცხადება.
საკონკურსო კომისია იწყებს განცხადებების შემოწმების ეტაპს.