დასრულდა მოსაზრებების წარდგენა 2024 წლის სამეცნიერო კონკურსში
- 25 მარტი 2024
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის 2024 წლის 12 თებერვლის N01-01/06 ბრძანებით დამტკიცებული სამეცნიერო თანამდებობებზე “კონკურსის წესი“ შესაბამისად, კონკურსანტებს ეცნობათ კონკურსის თოთოეული ეტაპის შედეგები და განემარტათ მათი უფლებები.
კონკურსანტი, რომელიც მიიჩნევდა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მისი უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდებოდა, უფლებამოსილი იყო საკონკურსო კომისიისთვის წარედგინა საკუთარი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით. მოსაზრებების წარდგენა წარმოებდა 2024 წლის 23-24 მარტს, ელექტრონულად.
სულ წარმოდგენილ იქნა 1 მოსაზრება, რომელიც საკონკურსო კომისიამ განიხილა. პასუხი გადაეგზავნება მოსაზრების ავტორს.