მიმდინარეობს საიტის განახლება

დასრულდა „პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025“

დასრულდა „პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025“

დასრულდა ობსერვატორიაში, მთა ყანობილზე მიმდინარე „პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შეასრულეს დაკვირვებითი პროექტები, მათ შორის ASA15 1.5-მეტრიან ტელესკოპზე, რა დროსაც მათ საშუალება ქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ასტრონომიული კვლევების პრაქტიკულ მეთოდებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

კურსის ორგანიზატორთა შეფასებით, „პრაქტიკული ასტრონომიის კურსი“ ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას და ქმნის მყარ საფუძველს მათი სამომავლო კვლევითი საქმიანობისთვის.

სტუდენტების პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები ხელმისაწვდომია ობსერვატორიის ღია წვდომის არქივში: 10.5281/zenodo.16939829