დირექტორის არჩევის შესახებ
- 16 აპრილი 2025
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, დირექტორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით არჩეულ იქნა კანდიდატი ალექსანდრე თევზაძე.
არჩეული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს.