ე. ხარაძის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონაწილეობა ზუგდიდის - რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალში
- 24 სექტემბერი 2024
„მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ (16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე) ჩატარდა „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა წარმომადგენლებმა, მათ შორის იყვნენ სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიიდანაც (ო. კვარაცხელია, გ. ქურხული, გ. ჯავახიშვილი). ობსერვატორიის მიერ წარმოდგენილი იყო შმიდტი-კასეგრენის სისტემის ტელესკოპი, ობიექტისწინა ფილტრით - მზის ლაქებზე დასაკვირვებლად; აგრეთვე ჩვენი ობსერვატორიის, ბოლო წლების საქმიანობის ამსახველი ბანერები და მცირე ზომის ბუკლეტები.