„ფიზიკა-ასტრონომიის“ მიმართულების სტუდენტების გაცნობითი პრაქტიკა ობსერვატორიაში
- 16 ივნისი 2025
დასრულდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ობსერვატორიის თანამშრომლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „ფიზიკა-ასტრონომიის“ მიმართულების სტუდენტების გაცნობითი პრაქტიკის კომპონენტი.
პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ ობსერვატორიის დაკვირვებით ინფრასტრუქტურას, მათ შორის:
- 40 სმ რეფრაქტორს,
- 70 სმ მენისკურ ტელესკოპს,
- 150 სმ ტელესკოპს ASA150,
- 53 სმ კორონოგრაფს (სამზეო დაბნელების გარეშე დაკვირვებისთვის),
- ატმოსფერული მონიტორინგის სისტემას.
გაცნობითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას ასტრონომიის დაკვირვებითი ტექნიკისა და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.