ღონისძიება ქალაქ ბათუმში
- 29 სექტემბერი 2023
2023 წლის 20 სექტემბერს, ქ. ბათუმში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, რომლის წარმომადგენლები იყვნენ ასტრონომები: გიორგი ქურხული და გიორგი ჯავახიშვილი.
ობსერვატორია ღონისძიებაზე წარსდგა 10 სმ. ნიუტონის ტელესკოპ რეფლექტორით (ეკვატორული დანადგარი), მზის ობიექტივისწინა ფილტრით და ე.წ. მზის ეკრანით, რომელთა მონაცვლეობით შესაძლებელი იყო გარდა ინდივიდუალური დაკვირვებისა, მზის ლაქები წარმოდგენილიიყო ცალკეულ დამთვალიერებელთა ჯგუფებისთვის. პრეზენტაცია გაგრძელდა 4 საათი, რამაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.