საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

გიორგი ჯავახიშვილის იუბილე

სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს ბატონ გიორგი ჯავახიშვილს 5 აპრილს უსრულდება 65 წელი. ბატონი გიორგი 1980 წლიდან არის ობსერვატორიის თანამშრომელი. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტრაპეციის ტიპის გროვების კვლევებში. 2007-2009 წლებში იყო ობსერვატორიის დირექტორი. წლების განმავლობაში მისი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა მოიცავდა ფართო სპექტრს და ვარსკვლავთ ღია გროვებიდან მზის ფიზიკის ჩათვლით ატმოსფეროს ფიზიკის კვლევით საკითხებსაც სწვდებოდა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ასტრონომიის მეცნიერების პოპულარიზაციაში.

ამჟამად იგი აქტიურად არის ჩართული ობსერვატორიის ყოველკვირეულ ლექცია-სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებაში.

ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს ბატონ გიორგი ჯავახიშვილს საიუბილეო თარიღს და უსურვებს მრავალ პროდუქტიულ და წარმატებულ წელს მისი ოჯახის, ჩვენი ქვეყნისა და ობსერვატორიის სასიკეთოდ.