„გმირის დღე“ ობსერვატორიაში - შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებთან
- 19 სექტემბერი 2025
2025 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის - „გმირის დღის“ ფარგლებში, ობსერვატორიას ესტუმრნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და აღნიშნა, რომ პროექტი სწორედ სამცხე-ჯავახეთიდან იწყება.
ღონისძიების მიმდინარეობისას მოსწავლეებმა მოისმინეს ლექციები სერაპიონ ზარზმელისა და გიორგი ბრწყინვალის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ობსერვატორიის რეტროსპექტულ გამოფენას. ობსერვატორიის მეცნიერებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დამფუძნებლის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის მუზეუმი და ისტორიული ტელესკოპი. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო თემატური საჩუქრები.






