გრავიტაციული ტალღებით დანახული ადრეული სამყაროს შესახებ სემინარი
- 15 ივნისი 2022
დღეს, 15 ივნისს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში ჩატარდა სემინარი "გრავიტაციული ტალღებით დანახული ადრეული სამყაროს" შესახებ.
მოხსენება წაიკითხა პროფ. თინათინ კახნიაშვილმა (სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (აშშ))
სემინარს ესწრებოდნენ თანამშრომლები როგორც ონლაინ, ასევე ოფისში.