გრძელდება სამეცნიერო სემინარები
- 9 მარტი 2023
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აგრძელებს რეგულარული სამეცნიერო სემინარების ჩატარებას.
პირველი სემინარი გაიმართება ა.წ. 15 მარტს (ოთხშაბათი), 18:00 სთ-ზე, ობსერვატორიის თბილისის ოფისში, #1 სააქტო დარბაზში.
თემის სათაურია: „წყვილების წარმოქმნის ახალი მექანიზმი პულსარების და აქტიური გალაქტიკური ბირთვების მაგნიტოსფეროებში”, რომელსაც წაიკითხავს ობსერვატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ბ-ნი ზაზა ოსმანოვი.
მოხსენებაში განხილული იქნება მაგნიტო-ცენტრიდანული ეფექტებით ინდუცირებული ლენგმიურის ტალღის პარამეტრული აღძვრა და შედეგად, ელექტრული ველის მიერ შვინგერის ზღვარის მიღწევა, როდესაც წყვილების წარმოქმნა ხდება ძალიან ეფექტური.
დასწრება, ასევე, შესაძლებელია ონლაინ, პლატფორმა „Zoom“-ის საშუალებით, რომლის ბმულიც ხელმისაწვდომი იქნება სემინარის წინ.