მიმდინარეობს საიტის განახლება

ქეთევან ჩარგეიშილის იუბილე

ობსერვატორია გულითადად ულოცავს ქალბატონ ქეთევან ჩარგეიშვილს იუბილეს!

ქალბატონი ქეთევანი გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილების მეცნიერ თანამშრომელია. იგი ღირსეულად აგრძელებს თავისი მშობლის - ქალბატონ რამზე ბართაიას ღვაწლს ქართულ ასტრონომიაში. მისი სამეცნიერო საქმიანობა ვარსკვლავთა გამოსხივების სპექტრული თავისებურებების შესწავლას უკავშირდება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალბატონი ქეთევანის დამსახურება ობსერვატორიის უნიკალური მინისა და ფირების ისტორიული ბიბლიოთეკის რეაბილიტაციასა და დიგიტალიზაციაში. ობსერვატორია დიდი მადლიერებით აღნიშნავს მის წვლილს ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაში.

ქალბატონ ქეთევანს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, პირად და პროფესიულ წარმატებებს, ბედნიერებითა და მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით სავსე ცხოვრებას!