მიმდინარეობს საიტის განახლება

კონკურსი: უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

კონკურსი: უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილობისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ობსერვატორიის თანამშრომლებს სამსახურებრივი ფუნქციის შესაბამისად პროფესიული განვითარების მიზნით განსაზღვრულ პროგრამებში.

ობსერვატორიიდან თანადაფინანსების (მგზავრობის საფასური) და მხარდამჭერი დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ ამა წლის 29 სექტემბრამდე ელექტრონულად წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მიღების/მოწვევის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი;
  • ობსერვატორიაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (უშუალო) ხელმძღვანელის ინფორმირებული თანხმობა (ვიზიტის თარიღებისა და მომწვევი ორგანიზაციის მითითებით);

დეტალური ინფომაცია საგრანტო პროგრამაზე იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონულად: ggabatashvili@abao.ge