მიმდინარეობს საიტის განახლება

მადლიერება გაწეული სამსახურისთვის: თადო ქინქლაძე

მადლიერება გაწეული სამსახურისთვის: თადო ქინქლაძე

55 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბატონი თადო ქინქლაძე ობსერვატორიის დიდ ოჯახს შეუერთდა. მუშაობის ამ ხანგრძლივ გზაზე ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ელექტრიკოსის პოზიციაზე - საიდანაც იგი საქმეს სრული პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ასრულებდა.

ობსერვატორია დიდი მადლიერებითა და სითბოთი ულოცავს ბატონ თადოს შრომითი თავგადასავლის დასრულებას. მადლობა ყველაფრისთვის - ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, სანდოობისთვის და იმ გულშემატკივრობისთვის, რაც წლების განმავლობაში მან ობსერვატორიის გამართულად ფუნქციონირებისა და განვითარების საქმისადმი გამოიჩინა.

ბატონ თადო ქინქლაძეს ობსერვატორიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის გამოეცხადა მადლობა და გადაეცა ჯილდო.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობით სავსე დღეებს!

პატივისცემითა და მადლიერებით,
ობსერვატორიის ადმინისტრაცია