მიმდინარეობს საიტის განახლება

მაია თოდუას იუბილე

29 აგვისტოს იუბილეს აღნიშნავს ობსერვატორიის მზისა და მზის სისტემის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი მაია თოდუა.

ქალბატონი მაია მრავალი წელია ერთგულად ემსახურება განათლებასა და მეცნიერებას. განსაკუთრებულია მისი წვლილი ვარსკვლავთა სისტემების, დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის კვლევაში. იგი აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდა მეცნიერების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების პირველ ნაბიჯებს ობსერვატორიაში.

ობსერვატორიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ქალბატონ მაიას იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, შემოქმედებით აღმავლობას და სამეცნიერო აღმოჩენებით სავსე მომავალს.