საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მე - 3 სემინარი

19 თებერვალს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 17:00-ზე შედგება სემინარი თემაზე: “სამი სხეულის ამოცანა და დედამიწის ჯერ კიდევ უცნობი მოძრაობა”.

მოხსენებას თბილისის ფილიალში წაიკითხავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების და პოპულარიზაციის სპეციალისტი

გიორგი ჯავახიშვილი

ვინც ადგილზე ვერ დაესწრება, გექნებათ ონლაინ დასწრების საშუალებაც. ლინკი იგივეა.

მოხსენების ანოტაცია:

მზე-დედამიწა-მთვარის როგორც სამი სხეულის აჩქარების ცენტრი მოთვსებულია დედამიწიდან დაახლოებით ერთ მილიონ კილომეტრამდე მანძილზე. მასათა ცენტრის კოორდინატთა სათავედ აღების შემთხვევაში, აჩქარების ცენტრი მოძრაობს და რადგან ამავე წერტილშია მიმზიდველი ვექტორების მიმართულებაც თავმოყრილი სისტემის ყველა მონაწილეს მთვარის პერიოდით უცვლის სიჩქარეს. აქცენტი გავაკეთე დედამიწის მოძრაობაზე. შედეგად დედამიწა მოძრაობს მზის მიმართ შიგნით და გარეთ. ამ მოძრაობის ამპლიტუდაა 25 ათასი კილომეტრი.

უნდა აღინიშნოს რომ ეს არ არის ბარიცენტრული მოძრაობა. და ეს მოძრაობა ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი.