საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მე-5 სემინარი

2023 წლის 20 ნოემბერს (ორშაბათი), სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (თბილისი), 17:30-ზე გაიმართება მე-5 სემინარი თემაზე: „ნორმალური და გიგანტური რადიო იმპულსების ფორმირება პულსარების მაგნიტოსფეროებში”.

მომხსენებელი გახლავთ სსoპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ჩხეიძე.

ანოტაცია:

ამჟამად 3000-ზე მეტი პულსარია აღმოჩენილი და მათგან მხოლოდ 18 ობიექტია, რომლებიც ასხივებენ ე.წ. გიგანტურ რადიო იმპულსებს. მათ რიცხვშია, ცნობილი კიბორჩხალას პულსარი (B0531+21), რომელიც პირველი ობიექტი იყო სადაც დაფიქსირდა ეს მოვლენა. ნორმალური რადიო იმპულსებისგან განსხვავებით გიგანტური იმპულსები გამოირჩევა გაცილებით დიდი სიმძლავრეებით (1015 ერგი/წმ) და ძალიან მოკლე ხანგრძლივობებით (რამდენიმე ნანოწამამდე). მოხსენებაში განხილული იქნება პულსარების მაგნიტოსფეროებში ნორმალური რადიო გამოსხივების და გიგანტური რადიო იმპულსების გენერაციის მექანიზმები. ასევე მათი კავშირი მაღალენერგეტიკული გამოსხივების ფორმირებასთან.