საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მიხეილ ვაშაკიძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო 2023

მიხეილ ვაშაკიძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო 2023

სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ასტროფიზიკური ობსერვატორია (შემდეგში - „ობსერვატორია“) 2023 წლის 16 ნოემბრიდან აცხადებს კონკურსს ასტრონომიის სფეროში მიხეილ ვაშაკიძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს (შემდეგში - „ჯილდო“) მოსაპოვებლად.

პირს ჯილდო შესაძლებელია მიენიჭოს თუ:

ა) ის არის ასტრონომიის სფეროში საკონკურსოდ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი;

ბ) საკონკურსოდ წარმოდგენილი სამეცნიერო პუბლიკაცია შესრულებულია საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და უმაღლეს საგანმანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ან/და განცხადების წარმოდგენის დღის მდგომარეობით შესაბამისი გამოცემის მიერ დადასტურებულია ამ სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღება;

დ) საკონკურსოდ წარმოდგენილი პუბლიკაცია გამოქვეყნებულია ინტერვალში: 01.01.2020 წელი – 01.12.2023 წელი;

ე) პირის ასაკი, საკონკურსო განცხადების წარდგენის დღის მდგომარეობით, არ აღემატება 35 წელს;

ვ) პირი არის საქართველოს მოქალაქე.

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება პირს, რომლის ავტორობით შექმნილი საკონკურსოდ წარმოდგენილი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში, ხოლო თუასეთი პუბლიკაცია შექმნილია რამდენიმე ავტორის მონაწილეობით - დასტურდება ამ პირის მნიშვნელოვანი წვლილი ერთობლივად შექმნილ ნაწარმოებში (პუბლიკაციაში).

განცხადებების მიღება: 2023 წლის 16-30 ნოემბერი (24:00 სთ).

შენიშვნა: კანდიდატი ვალდებულია განცხადებაში ხარვეზი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეავსოს შესაბამისი მითითების მიღების შემდეგ, არაუმეტეს განცხადებების მიღების ვადის ამოწურვამდე.

განცხადებების განხილვა: 01-05.12.2023 წელი.

განცხადების მიღების ფორმა: ელექტრონული, ელ-ფოსტა: info@abao.ge.

ჯილდოს ფონდი: 2 000 ლარი

ჯილდოს რაოდენობა: 1

ჯილდოს გაცემის ინტენსივობა: ერთჯერადი.

ჯილდოს გაცემის თარიღი: დეკემბერი, 2023 წელი.

საკონკურსო კომისია: ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო

დაჯილდოვება: პირს, რომელიც მოიპოვებს ჯილდოს გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და შესაბამისი ფულადი ჯილდო. ინფორმაცია გამოქვეყნდება საჯაროდ, ობსერვატორიისვებ-გვერდზე: www.abao.ge.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პუბლიკაცია (ელექტრონული ფორმით, ორიგინალი რედაქციით).

გ) საკონკურსოდ წარდგენილი პუბლიკაციის მოკლე აღწერა-დახასიათება, აგრეთვე, იმ განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობის/ღირებულების მითითება, რის გამოც კანდიდატი თვლის, რომ გამოკვეთილია მისი დაჯილდოვების საფუძველი;

დ) კანდიდატის ბიოგრაფია (CV);

ე) პირადობის მოწმობა/პასპორტი;

ვ) თანაავტორ(ებ)ის წერილობითი თანხმობა/მხარდაჭერა მასზედ, რომ პირმა ჯილდოს მოსაპოვებლად წარადგინოს საკონკურსო განცხადება და იყოს დაჯილდოვებული (თანაავტორობით შედგენილი პუბლიკაციის საკონკურსოდ წარდგენის შემთხვევაში);

ზ) ანგარიშის ნომერი გახსნილი საქართველოს ბანკში.