საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღე

მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღე

2023 წლის 10 ნოემბერს, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში ჩატარდა მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ობსერვატორიის თანამშრომლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული საზოგადოების წევრები და სკოლების მასწავლებლები.

სხდომა გახსნა ობსერვატორიის დირექტორმა, რევაზ ჭანიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ობსერვატორიის რეორგანიზაციაზე და პერსპექტივებზე.

სხდომის ფარგლებში, ობსერვატორიის თანამშრომლებმა ისაუბრეს განათლების, მეცნიერების და ეროვნული ობსერვატორიის როლზე და მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო-პოპულარული მიმოხილვა თანამედროვე ასტროფიზიკის მიღწევებზე.

აღსანიშნავია, რომ ობსერვატორიის თბილისის ოფისის სხდომათა დარბაზს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი ასტრონომის, ობსერვატორიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ ვაშაკიძის სახელი და ახალგაზრდა მკვლევართათვის გამოცხადდა მისი სახელობის პრემია.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა ობსერვატორიის პოპულარიზაციის სამომავლო აქტივობები.