საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები ობსერვატორიაში

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები ობსერვატორიაში

2025 წლის 14, 15 და 16 მაისს, ობსერვატორიის თბილისის ოფისს სტუმრობდა „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ III კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.

გამოცდილმა ასტრონომებმა - გიორგი ჯავახიშვილმა, შალვა საბაშვილმა და გიორგი ქურხულმა მოსწავლეებს გააცნეს ასტრონომიის ძირითადი პრინციპები და ცის ყველაზე საინტერესო ობიექტები. საგანმანათლებლო საუბრებს თან ახლდა შესაბამისი ფოტო-ვიდეო თვალსაჩინოებები.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის დამაარსებლის აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ოთახი, ნახეს ობსერვატორიის დაარსებისა და განვითარების ამსახველი ფოტო მასალა, მოისმინეს სხვადასხვა საინტრესო ისტორიები დიდი მეცნიერის ცხოვრებიდან.

ბავშვებმა, ასაკის მიუხედავად, გამოავლინეს საკმარისი მომზადება და საკითხებისადმი დიდი ინტერესი, რაზეც მეტყველებდა მათ მიერ დასმული მრავალფეროვანი შეკითხვები სამყაროს წარმოშობისა და განვითარების, პლანეტებისა და მზის სისტემის შესახებ.