ობსერვატორიის 90 წლის იუბილე
- 7 მაისი 2022
2022 წლის 7 მაისს, სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში ჩატარდა ასტრონომიის საერთაშორისო დღის, ობსერვატორიის დაარსების 90 და თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების შექმნის 45 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება.
ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარეთა შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება და შემდგომი განვითარება.
ღონისძიების ფარგლებში, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიხსნა აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი. ობსერვატორიის საიუბილეო თარიღების და ასტრონომიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გაგრძელდება აბასთუმანში, მთა ყანობილზე მიმდინარე წლის 10 მაისს.