საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ობსერვატორიის მემკვიდრეობა ციფრულ ფორმატში: 1957-1986 წლების მზის არქივი

ობსერვატორიის მემკვიდრეობა ციფრულ ფორმატში: 1957-1986 წლების მზის არქივი

ობსერვატორიაში გრძელდება ისტორიული დაკვირვებითი არქივის მონაცემების დიგიტალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია დაწესებბულებაში დაცული უნიკალური ისტორიული დაკვირვებითი მასალის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ამჯერად დასრულდა 1957–1986 წლებში ჩატარებული მზის სპექტრო-ჰელიოგრაფული დაკვირვებების გაციფრება.

ობსერვატორიის მეცნიერების მიერ წლების განმავლობაში დამზერილი უნიკალური მონაცემები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა მინის ფოტო-ფირფიტებსა და ფირებზე გადატანილია ციფრულ ფორმატში და პირველად გახდა ხელმისაწვდომი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

ობსერვატორიის დიგიტალიზებული არქივი გამოქვეყნდა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) ღია წვდომის არქივში - Zenodo და მიენიჭა მუდმივი ციფრული იდენთიფიკატორი (DOI): 10.5281/zenodo.15534776

პროექტი ხორციელდება ღია მეცნიერების პრინციპების დაცვით, რაც ხელს უწყობს ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობის ზრდას და ინტრეგრაციას საერთაშორისო კვლევით ეკოსისტემაში.