მიმდინარეობს საიტის განახლება

პოპულარული ლექციები: სტუმრობა რუსთავის სკოლებში

პოპულარული ლექციები: სტუმრობა რუსთავის სკოლებში

ქ. რუსთავის საჯარო სკოლებში გაიმართა პოპულარული სამეცნიერო ლექციების სერია, რომლებიც ჩაატარეს ობსერვატორიის მეცნიერმა გიორგი რამიშვილმა და ასისტენტმა ნათია ცაბაძემ.

25 თებერვალს ლექცია გაიმართა ქ. რუსთავის დიმიტრი უზნაძის სახელობის №9 საჯარო სკოლაში, ხოლო 4 მარტს - ქ. რუსთავის №4 საჯარო სკოლაში.

ლექციების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ასტრონომიული კალენდრისა და პლანეტათა მოძრაობის თავისებურებებს, ისაუბრეს პლანეტების აღლუმზე, მზის დაბნელებებზე, კომეტების გამოჩენის პერიოდულობაზე და სხვა საინტერესო ასტრონომიულ მოვლენებზე. სტუმრობა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა სფეროში მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე.