პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025
- 30 ივლისი 2025
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია 2025 წლის 4–16 აგვისტოს მასპინძლობს პრაქტიკული ასტრონომიის სასწავლო კურსს, რომელიც განკუთვნილია ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ფიზიკის შესაბამისი პროფილის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს და მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ ობსერვატორიის დაკვირვებით ინფრასტრუქტურაზე.
კურსის ძირითადი თემები:
- შესავალი და თეორია;
- დაკვირვებითი ტექნიკა და ინსტრუმენტები;
- მონაცემთა ანალიზი და პროგრამული უზრუნველყოფა;
- ინდივიდუალური/ჯგუფური პროექტები;
- შემაჯამებელი ვორქშოპი.
კურსის მიზნები:
- პრაქტიკული ასტრონომიული უნარების განვითარება;
- თეორიული ცოდნის გაღრმავება;
- სტუდენტური კვლევის წახალისება;
- მონაცემთა დამუშავებისა და მეცნიერული ანალიზის ტექნიკების შესწავლა.
კურსზე მიღება
ხორციელდება აპლიკაციის წარდგენის ფორმით. სურვილის შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია დაურთოს CV ან/და სარეკომენდაციო წერილი.
აპლიკაციების მიღების ვადა: 30.07.2025 – 02.08.2025 წ.
აპლიკაციის ფორმა: იხ. აქ
აპლიკაციის მიღება: ელ-ფოსტაზე - info@abao.ge