მიმდინარეობს საიტის განახლება

პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025-ის შემაჯამებელი ვორქშოპი

პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025-ის შემაჯამებელი ვორქშოპი

2025 წლის 22 აგვისტოს, ობსერვატორიაში, მთა ყანობილზე, გაიმართება პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025-ის შემაჯამებელი ვორქშოპი. ღონისძიება განკუთვნილია ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც წარადგენენ მოხსენებებს კურსის ფარგლებში განხორციელებულ კვლევით პროექტებზე.

მოხსენებების განრიგი:

15:00

კაპტეინის შერჩეულ არეებში აბასთუმნის ორგანზომილებიანი სპექტრული კატალოგის ვარსკვლავთა კროსიდენტიფიკაცია Gaia-ს TESS-ის და სხვა კატალოგების მონაცემებთან
ანზორ თორთლაძე (ილიაუნი)

15:20

Gaia-ს მონაცემებზე დაყრდნობით, აბაოს კატალოგების მანქანური სწავლებით დასკანერება, ანალიზი და სასურველი და ახალი ობიექტების გამოვლენა
ნოდარი ჭეიშვილი (ილიაუნი)

15:40

ეგზოპლანეტების სასიცოცხლო ზონების პარამეტრების განაწილება ვარსკვლავთა სპექტრული და ბრწყინვალების კლასების მიხედვით; ეგზოპლანეტების საცხოვრებლად ვარგისიანობის შეფასების ქიმიური ინდექსი
ნინო მაისურაძე, ნიკა ჩახუნაშვილი (ილიაუნი)

16:00

მეტეორები: აბასთუმანი, ივლისი-აგვისტო 2025
ქეთევან წიკლაური (ილიაუნი)

16:20

ბლაზარ 1ES_0502+67.5 სიკაშკაშის ცვლილების შესწავლა
სოფია აბრამიშვილი (თსუ)

16:40

სპირალური გალაქტიკა NGC 6946-ის სტრუქტურული ნაწილების BVRI ფოტომეტრია ASA AZ1500 ტელესკოპის მეშვეობით
ნოდარი ჭეიშვილი (ილიაუნი)

17:00

ბნელებადი ცვალებადი ვარსკვლავის W Sct სხივური სიჩქარეების განსაზღვრა სისტემის სხვადასხვა ფაზაში
ანა ტაბატაძე (ილიაუნი, ობსერვატორია)

17:20

მიწისძვრის წინმსწრები და შემდგომი მოვლენები იონოსფეროში, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაკვირვებებით
ქეთევან წიკლაური (ილიაუნი)

17:40

შეჯამება