საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ობსერვატორიაში

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ობსერვატორიაში

2021 წლის 12 სექტემბერს, სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ეწვია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და გზას გაუხსნის საერთაშორისო ასპარეზისკენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც სამინისტრო შეიმუშავებს შესაბამის პროექტს, მოხდება ობსერვატორიის ცენტრალური ტელესკოპისა და ციფრული მუზეუმის რეაბილიტაცია.

აბასთუმნის ობსერვატორიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები - ანტონ ობოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.