მიმდინარეობს საიტის განახლება

საერთაშორისო მობილობა: ლაიდენის უნივერსიტეტი

საერთაშორისო მობილობა: ლაიდენის უნივერსიტეტი

ობსერვატორია აცხადებს კონკურსს ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ სტიპენდიის მოსაპოვებლად, ლაიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) მობილობის განხორციელების მიზნით. პროგრამის დაფინანსება გათვალისწინებულია ლაიდენის უნივერსიტეტსა და ობსერვატორიას შორის არსებული „KA171 – ICM” პროგრამის ფარგლებში.

სტიპენდია ფარავს საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფს დღიურ დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საცხოვრებლის, ადგილობრივი ტრანსპორტისა და დაზღვევის ხარჯებს.

სტიპენდიის რაოდენობა: 2

მობილობის ვადები: აპრილი-ივლისი, 2026 წელი

მობილობის ხანგრძლივობა: 15 დღე

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • ობსერვატორიასთან არსებული აქტიური შრომითი ურთიერთობა;
  • ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით თემატიკაზე წაკითხული სამეცნიერო მოხსენება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

2. CV (ინგლისურ ენაზე), შედგენილი ევროპულ ფორმატში (EUROPASS);

3. განსახორციელებელი ვიზიტის გეგმა (work plan) ინგლისურ ენაზე.

ვიზიტის გეგმა უნდა შეიცავდეს:

  • მოკლევადიანი ვიზიტის მიზნებას (Objectives of the short-term visit);
  • კვლევის მიმართულებებს და მეთოდებს (Research topics and Methods);
  • თანამშრომლობას მიმღებ ორგანიზაციის მკვლევარებთან (Collaboration with host researchers).

დამატებითი ინფორმაცია:

ლაიდენის უნივერსიტეტის ვებ გვერდი: Leiden University

ლაიდენის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები და მეცნიერები: Exploring the Universe

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@abao.ge და თემის ველში მიუთითონ „ERASMUS+ LEIDEN“

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 მარტი, 17:00 სთ.