საქართველო ასტრონომიის განათლების საერთაშორისო ქსელში
- 27 თებერვალი 2026
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, თეიმურაზ ზაქარაშვილი არჩეულია ასტრონომიის საერთაშორისო კავშირის (IAU) ასტრონომიის სწავლების ოფისის (OAE) კოორდინატორად საქართველოში.
ასტრონომიის სწავლების საერთაშორისო ოფისის მთავარი მისია არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების, მასწავლებელთა მომზადების პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების გზით.
2025 წელს ობსერვატორიის ბაზაზე ორჯერ ჩატარდა მასწავლებელთა მომზადების კურსი ასტრონომიაში, რომლის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის სერტიფიკატები.
ობსერვატორია აგრძელებს მასწავლებელთა მომზადების კურსების ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც 2026 წელს დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება საშუალო სკოლის პედაგოგებისთვის როგორც ასტრონომიის, ასევე, ასტროფიზიკის მიმართულებით.





