საქართველოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ეროვნული წევრობა
- 12 აგვისტო 2022
საქართველოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ეროვნული წევრობის სატუსი დაუბრუნდა
ა.წ. 11 აგვისტოს სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში მიმდინარე საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გენერალური ასამბლეის დასკვნითი დღის სხდომაზე გამართული კენჭისყრით საქართველოს კვლავ დაუბრუნდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ეროვნული წევრობის სტატუსი. სხდომაზე საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ კვერნაძე, რომელმაც გადაწყვეტილების მიღებისთანავე შეგვატყობინა ეს სასიხარულო ინფორმაცია.
მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რაც მიღწეული იქნა როგორც აბასთუმნის ობსერვატორიის თანამედროვე მეცნიერების ძალისხმევით ასევე ჩვენი წინაპარი მეცნიერების დამსახურებული ღვაწლით. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის ხელის შეწყობამ.