„სამეცნიერო ფესტივალი 2025“ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- 24 სექტემბერი 2025
ა.წ. 19 სექტემბერს ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ფესტივალი „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“. იგი ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებას ქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობას, აგრეთვე, ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარულ აქტივობებში.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წარმომადგენლებმაც. სტუმრებს მათ ასტრონომიაში თანამედროვე კვლევის მიმართულებები და ობსერვატორიის საქმიანობა გააცნეს.
ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევით საქმიანობასა და ინოვაციურ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო პროფესიულ განვითარებას და მეცნიერების როლის გაძლიერებას ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებაში.






