მიმდინარეობს საიტის განახლება

„სამეცნიერო ფესტივალი 2025“ - ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„სამეცნიერო ფესტივალი 2025“ - ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ა.წ. 17 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამეცნიერო ფესტივალი 2025“ გაიმართა.

ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მკვლევართა დაინტერესება, მათი წახალისება და ჩართვა სამეცნიერო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტებში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებმა ფესტივალის სტუმრებს გააცნეს ობსერვატორიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობა და სამეცნიერო-პოპულარული პროექტები. ახალგაზრდებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შესაძლებლობამ, პრაქტიკულად გაცნობოდნენ ტელესკოპების მუშაობის პრინციპს.

ობსერვატორია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას მეცნიერებაში და გააძლიეროს მათი ინტერესები ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით.