სამწუხარო ინფორმაცია (03.02.23)
- 3 თებერვალი 2023
გარდაიცვალა საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამსახურებული თანამშრომელი, ქალბატონი მზია მდივანი.
თავისი საქმის უზადო სპეციალისტი, ბრწყინვალე პიროვნული თვისებების მქონე და მშვენიერი ქალბატონი, მრავალი წლის განმავლობაში ემსახურა ობსერვატორიას.
ობსერვატორიის თანამშრომლები თანადგომას უცხადებენ მის ოჯახს დიდ მწუხარებაში და პატივს მიაგებენ ქალბატონი მზია მდივანის ხსოვნას.