სემინარი - რობერტო ტუროლასა და ადრიანა მანჩინი პირესის მოხსენებები
- 14 მაისი 2024
ა. წ. 13 მაისს, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიას ობსერვატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ნინო ჩხეიძის მოწვევით ესტუმრნენ უცხოელი ასტროფიზიკოსები: ემერიტუს პროფ. რობერტო ტუროლა (პადოვას უნივერსიტეტი - იტალია) და დოქ. ადრიანა მანჩინი პირესი (მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების ცენტრი, ჩინეთის სამეცნიერო აკადემია). სტუმრები სემინარზე დამსწრე ობსერვატორიის თანამშრომლებსა და სტუდენტებს წარუდგინა ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების უფროსმა, ბატონმა გიორგი მელიქიძემ. სემინარზე სტუმრებმა წარმოადგინეს ორი მოხსენება: „მაგნიტარები” (მომხსენებელი რ. ტუროლა) და „მაღალენერგეტიკული გამოსხივების წყაროების, იზოლირებული ნეიტრონული ვარსკვლავების კოსმოსური კონსენსუსი” მომხსენებელი ა. მ. პირესი). მოხსენებულმა საკითხებმა დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია და სემინარი დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.