საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

შალვა საბაშვილის იუბილე

2022 წლის 29 მაისს 80 წელი შეუსრულდა ობსერვატორიის თანამშრომელს, ფიზ-მათ. მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ შალვა საბაშვილს.

ბატონი შალვას მრავალმხრივი ნიჭი, წესიერება, ერუდიცია, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა აღიარებული და დაფასებულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებში. ფართო საზოგადოებისთვის ის ასევე ცნობილია თავისი პოპულარული ლექციებით, სტატიებით და შესანიშნავი პოეტური კრებულებით.

ვულოცავთ ობსერვატორიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, ასტრონომსა და პოეტს ბატონ შალვა საბაშვილს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ჯანმთელობას, მხნეობას და შემდგომ წარმატებებს.

დღეგრძელი იყავით ბატონო შალვა!