შოთა ინასარიძის იუბილე
- 5 ივნისი 2025
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია გულითადად ულოცავს ბატონ შოთა (რაგული) ინასარიძეს დაბადებიდან 75 და ობსერვატორიაში მოღვაწეობის დაწყებიდან 50 წლის იუბილეს! გულწრფელად ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებებით სავსე წელთა სიმრავლეს!
ობსერვატორიაში ბატონი შოთას პროფესიული გზა გამორჩეულია მრავალმხრივი და ფასდაუდებელი წვლილით - როგორც დაკვირვებითი ასტრონომიის განვითარებაში, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდასა და პროფესიულ განვითარებაში. მის შრომებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
ნახევარსაუკუნოვანი საქმიანობა ნათლად ამტკიცებს ბატონი შოთას ერთგულებას მეცნიერების, ციური სხეულების დაკვირვებისა და ასტრონომიისადმი. წლების განმავლობაში იგი დაუღალავად ცდილობდა უწყვეტი დაკვირვებითი პროგრამების წარმართვას, ცოდნის გამდიდრებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ბატონი შოთას ღვაწლი ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია - ის ობსერვატორიის ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია.