საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ტელესკოპით სამყაროსკენ – ვიზიტი წეროვნის საჯარო სკოლაში

ტელესკოპით სამყაროსკენ – ვიზიტი წეროვნის საჯარო სკოლაში

ა.წ. 13 მაისს, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ობსერვატორიის თანამშრომლები - გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ქურხული, სკოლის დირექციის მიწვევით, წეროვნის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

მოსწავლეებისთვის ასტრონომიის სამყაროს გაცნობის მიზნით, მათ მოსწავლეებს შესთავაზეს თანამედროვე მობილური ტელესკოპი და ვიზუალური მასალა, რომლის მეშვეობითაც, წეროვნისა და მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეებისთვის, ჩატარდა მრავალმხრივ გამდიდრებული ლექცია-საუბარი.

მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, რაც ცაზე პირდაპირი დაკვირვების შესაძლებლობას ზღუდავდა, თითქმის ორსაათიანი შეხვედრა ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთვნენ განხილვაში, თავიანთი დაკვირვებები და მოსაზრებები წარადგინეს და არაერთი საინტერესო კითხვით შეავსეს დისკუსია. მათი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მეცნიერებისა და ასტრონომიის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივება მეტად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.