საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

თენგიზ ბორჩხაძის იუბილე

ა.წ. 1 ნოემბერს ჩვენი ობსერვატორიის ღვაწლმოსილ მეცნიერს, თენგიზ ბორჩხაძეს უსრულდება 85 წელი. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში აგერ უკვე 62 წელია ემსახურება ასტრონომიის მეცნიერების განვითარებას საქართველოში. გარდა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობისა ის აქტიურად იყო ჩართული ობსერვატორიის ადმინისტრაციულ მართვაში. წლების განმავლობაში იყო ობსერვატორიის სწავლული მდივანი.

ობსერვატორიის თანამშრომლები გულითადად ვულოცავთ ბატონ თენგიზს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ხანგრძლივ და ბედნიერ წლებს.