საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

თენგიზ მძინარიშვილის იუბილე

სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ თენგიზ მძინარიშვილს ა.წ. 13 მაისს შეუსრულდა დაბადებიდან 70 წელი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი მისთვის ჩვეული ინტერესითა და სამეცნიერო კეთილსინდისიერებით ემსახურება ასტროფიზიკის მეცნიერების განვითარებას ობსერვატორიაში, დაწყებული უმცროსი მეცნიერიდან ამჟამად უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ინტერესები ასტროფიზიკის მარვალ საკითხს მოიცავს და აქტიურად არის ჩართული ობსერვატორიის კვლევით პროექტებში.

ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს ბატონ თენგიზს საიუბილეო თარიღს და უსურვებს მრავალ ბედნიერ და ნაყოფიერ წელს.