თინათინ კახნიაშვილის სიგელი
- 13 თებერვალი 2024
2024 წლის 9 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩატარდა სამინისტროსა და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამართული მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე, მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის, სიგელი გადაეცა სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების მთავარ მეცნიერს, ქალბატონ თინათინ კახნიაშვილს.
ობსერვატორია ულოცავს ქალბატონ თინას სიგელის მიღებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.