წყლის ლაბორატორიული კვლევა 2023
- 1 სექტემბერი 2023
გეგმიური შემოწმების ფარგლებში, ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მიერ ჩატარებული (21.08.2023 წ.) კვლევის თანახმად, ობსერვატორიის ტერიტორიაზე (მთა ყანობილი) წყალგაყვანილობის სისტემიდან აღებული სასმელი წყლის ნიმუში, ზოგიერთი მაჩვენებლის ნაწილში (საერთო კოლიფორმული ბაქტერიები), კვლავ ვერ აკმაყოფილებს სასმელი წყლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მთა ყანობილზე მყოფი პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კვლავ იკრძალება ონკანიდან ნედლი წყლის სასმელად გამოყენება.
გრძელდება მუშაობა პრობლემის აღმოფხვრაზე.