ვაკანსია: სტაჟირება ობსერვატორიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
- 31 აგვისტო 2025
სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, სამართლის მიმართულებით.
სტაჟირების მიზანია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, სტაჟიორების მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა.
ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:
ხანგრძლივობა: 1-3 თვე
განაკვეთი: ნახევარი
ადგილი: აბასთუმანი ან თბილისი
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხილეთ ბმულზე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადებების მიღება/საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.
განცხადების წარმოდგენის ვადა: 1-8 სექტემბერი, 2025 წელი.
განცხადებები მიიღება ელექტრონულად, მისამართზე: vacancy@abao.ge