საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ვლადიმერ (ვალიკო) გრძელიშვილის ნეკროლოგი

ვლადიმერ (ვალიკო) გრძელიშვილის ნეკროლოგი

გარდაიცვალა ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომელი, ბატონი ვლადიმერ (ვალიკო) გრძელიშვილი.

ბატონი ვლადიმერი ობსერვატორიაში მოღვაწეობდა 1960-1999 წლებში, სამეურნეო ნაწილში ეკონომისტის თანამდებობაზე. მრავალწლიანი დაუღალავი შრომით მან ღირებული წვლილი შეიტანა ობსერვატორიის უწყვეტ ფუნქციონირებასა და განვითარებაში. თანამშრომლებს დაამახსოვრდა როგორც კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი.

ობსერვატორიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბატონი ვლადიმერ (ვალიკო) გრძელიშვილის გარდაცვალების გამო და იზიარებენ მისი შვილის, კოლეგის - ბატონ გენადი გრძელიშვილისა და ოჯახის სხვა წევრების, ახლობლების მწუხარებას.