მიმდინარეობს საიტის განახლება

31 ოქტომბერი - აკადემიკოს ევგენი ხარაძის იუბილე

31 ოქტომბერი - აკადემიკოს ევგენი ხარაძის იუბილე

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართა აკადემიკოს ევგენი ხარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური სხდომა.

სხდომა დაეთმო მემორიალურ მოხსენებებსა და თემატურ გამოსვლებს. მომხსენებლებმა ისაუბრეს აკად. ევგენი ხარაძის როლზე ქართული ასტრონომიის განვითარებაში, მის ღვაწლზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებისა და განვითარების საქმეში, მის მიერ საქართველოს მეცნირებათა ეროვნული აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პერიოდებზე.

სხდომის მიმდინარეობისას დაჯილდოვდა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს ლაურეატი.

სხდომაზე აღინიშნა აკად. ევგენი ხარაძის მიერ დაფუძნებული გამოცემის - „ასტრონომიული კალენდარი“ 65 წლის იუბილე. გამოცემის პასუხისმგებელ რედაქტორს, ბატონ შალვა საბაშვილსა და სარედაქციო კოლეგიის წევრებს - ქალბატონ ნარგიზ საბაშვილს, ბატონებს - გიორგი რამიშვილს, ედუარდ ჯანიაშვილსა და ანდრია როგავას გადაეცათ ობსერვატორიის საპატიო სიგელები.