აკადემიკოს ევგენი ხარაძის საიუბილეო სხდომა
- 28 ოქტომბერი 2026
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართება აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
სხდომის დღის წესრიგი:
- აკად. ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებულის წარდგენა, შესაბამისი ჯილდოთი და მედლით დაჯილდოვება;
- ობსერვატორიის დამსახურებული თანამშრომლების საპატიო დიპლომებით დაჯილდოება;
- ობსერვატორიის რეტროსპექტული ფოტომასალისა და აკად. ევგენი ხარაძის მემორიალური არქივის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
- ინფორმაციის წარდგენა აკად. ევგენი ხარაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2027 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ.
სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში - ადგილზე და ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობით.
ონლაინ ჩართვის ბმული: Click here to join the meeting





