ახალი ტელესკოპი და გუმბათი უკვე საქართველოშია!
- 20 ივნისი 2024
მთა ყანობილზე, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მიმდინარეობს იტალიური ფირმის"Gambato"-ს მიერ დამზადებული გუმბათის აწყობის სამუშაოები, რის შემდეგ გუმბათი და ავსტრიული ფირმის "ASA"-ს დამზადებული 1.5 მეტრიანი ტელესკოპი დამონტაჟდება სპეციალური შენობის სახურავზე. პარალელურად მიმდინარეობს ტელესკოპის შენობის შიდა სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები.