მიმდინარეობს საიტის განახლება

ასტრომოყვარულთა სტუდია: საგაზაფხულო მოდული

ასტრომოყვარულთა სტუდია: საგაზაფხულო მოდული

2026 წლის 18 მარტიდან ობსერვატორია ანახლებს შეხვედრებს ასტრომოყვარულთა სტუდიის ყოველკვირეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

ასტრომოყვარულთა სტუდიის მიზანია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაცია, ინტერესის გაღრმავება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი და ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადი ასტრონომიის კურსს, რომელიც აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკურ კომპონენტებს, თემატურ ლექცია-სემინარებს (მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად) და დაკვირვებებს მცირე ზომის ტელესკოპების გამოყენებით.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნობრივი აუდიტორია არის საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლების მოსწავლეები (რეკომენდებული ასაკი: 11-16 წელი), აგრეთვე, ასტრონომიით დაინტერესებული პირები, მათ შორის - სტუდენტები, მასწავლებლები.

ასტრომოყვარულთა სტუდიის საქმიანობა სრულად ფინანსდება ობსერვატორიის მიერ.

საორგანიზაციო საკითხები:

  • საგაზაფხულო მოდულის ხანგრძლივობა: 18 მარტი -13 მაისი, 2026 წ.;
  • ფორმატი: შეხვედრები აუდიტორიაში, ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაოების სახით, რომლებსაც გაუძღვებიან ობსერვატორიის გამოცდილი ასტრონომები;
  • განრიგი: ყოველკვირეულად, ოთხშაბათს, 16:00 საათზე. შეხვედრები არ ჩატარდება დასვენებისა და უქმე დღეებში;
  • ლოკაცია: ობსერვატორია (მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. №47/57, მე-5 სართული);
  • დადასტურება: მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან როგორც შემოდგომის, ისე, გაზაფხულის მოდულებს, გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

შენიშვნა: სასურველილა ვიზიტის შესახებ წინასწარი შეტყობინება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: amateur-astronomy@abao.ge
ტელ.: (+995) 551 330 979; (+995) 577 237 703.