მიმდინარეობს საიტის განახლება

ჩატარდა მასწავლებელთა მომზადების კურსი ასტრონომიაში: NASE-488

ჩატარდა მასწავლებელთა მომზადების კურსი ასტრონომიაში: NASE-488

2025 წლის 9-10 სექტემბერს თბილისში, ობსერვატორიის ორგანიზებით, ჩატარდა ასტრონომიის მასწავლებელთა მომზადების რიგით მეორე კურსი, რომელიც წარმოადგენდა NASE (Network for Astronomy School Education) მასწავლებელთა საერთაშორისო ტრენინგ-სერიის 488-ე ღონისძიებას. კურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საშუალო სკოლების პედაგოგებმა.

მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგის სრული ციკლი, გადაეცათ NASE-ს საერთაშორისო სერთიფიკატები, რომლებიც ადასტურებს მათ მზაობას ასტრონომიის სწავლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ტრენინგების სერიამ მიიღო მაღალი შეფასება საერთაშორისო პარტნიორი ქსელის მხრიდან. მიღწეულია შეთანხმება, რომ მომავალი წლიდან ასტრონომიის ტრენინგებთან ერთად ჩატარდება მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამები ასტროფიზიკაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივ პედაგოგთა კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას სასწავლო პროცესში.