საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

დასრულდა აბასთუმნისა და ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორიების მე-16 ერთობლივი კოლოქვიუმი

დასრულდა აბასთუმნისა და ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორიების მე-16 ერთობლივი კოლოქვიუმი

2024 წლის 27 სექტემბერს, აბასთუმანში, მთა ყანობილზე დასრულდა აბასთუმნისა და ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორიების მე-16 ერთობლივი, საიუბილეო კოლოქვიუმი - 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1974 წელს, აკადემიკოსების ევგენი ხარაძის და ვიქტორ ამბარცუმიანის ინციატივით ჩატარდა პირველი ერთობლივი კოლოქვიუმი ბიურაკანში.

კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, ჩეხეთის, პოლონეთის და საფრანგეთის 40-მდე მეცნიერმა, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევარებმა. კოლოქვიუმზე წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა კვლევების ფართო სპექტრს - „მზე და მზის სისტემა“, მზე-დედამიწის კავშირები, გარეგალაქტიკური ასტრონომია, ვარსკვლავები და ნისლეულები, თეორიული ასტროფიზიკა და კოსმოლოგია. მე-16 კოლოქვიუმი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ასტრონომის, პროფ. ვიქტორ ჯაფიაშვილის ხსოვნას, რომლის მოღვაწეობის შესახებ მოხსენება გააკეთა, მისმა მოსწავლემ ფიზ-მათ მეცნიერებათა დოქტორმა ო. კვარაცხელიამ.

კულტურული პროგრამის ფარგლებში კოლოქვიუმის მონაწილებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლებს - მოეწყო ექსკურსიები რაბათში, საროში, საფარასა და ვარძიაში.

დასასრულს, კოლოქვიუმის დახურვის ცერემონიალზე კოლოქვიუმის მუშაობა შეაჯამეს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა, ბიურაკანის ობსერვატორიის დირექტორმა არეგ მიქაელიანმა და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, აბასთუმნის ობსერვატორიის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, ალეკო თევზაძემ. ბატონმა არეგმა აღნიშნა კოლოქვიუმის მაღალი სამეცნიერო და საორგანიზაციო დონე და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის. აღსანიშნავია, რომ კოლოქვიუმის დასკვნითი ნაწილის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შემდგომი წარმატებები უსურვა კოლოქვიუმის მონაწილეებს.

ობსერვატორიის ადმინისტრაცია გულითად მადლობას უხდის ბატონ ანტონს, როგორც კოლოქვიუმის მომზადების ისე ზოგადად ობსერვატორიის განვითარების საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ობსერვატორია, ასევე, მადლობას უხდის საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მსოფლიო ბანკს, სსიპ - მუნიციპალური განვითარების სააგენტოსა და სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ობსერვატორიაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რამაც დიდწილად განაპირობა კოლოქვიუმის სათანადო დონეზე ჩატარება და კოლოქვიუმის მონაწილეთა ღირსეული მასპინძლობა.

მორიგი ერთობლივი კოლოქვიუმი გაიმართება 2025 წელს სომხეთში, ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.

https://build.president.ac.id/ https://build.president.ac.id/modules/ https://build.president.ac.id/views/ https://yudisium.ft.unmul.ac.id/pages/ https://yudisium.ft.unmul.ac.id/products/ https://yudisium.ft.unmul.ac.id/data/ https://ssstik.temanku.okukab.go.id/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/ https://jendralamen168.dinsos.banggaikab.go.id/gacor/ https://dinsos.dinsos.banggaikab.go.id/ https://dinsos.dinsos.banggaikab.go.id/stoto/ https://ssstik.temanku.okukab.go.id/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/ https://pps.fisip.unpad.ac.id/halodek/ https://kampus.lol/halodek/ https://kampus.lol/sawercuan/ https://kampus.lol/setangoogle/ https://dinsos.dinsos.banggaikab.go.id/ http://agenda.jatengprov.go.id/css/xgacor/gacor/jatengprov/ http://pandawa.jatengprov.go.id/ http://pandawa.jatengprov.go.id/setangoogle/ http://pandawa.jatengprov.go.id/sgacor/ http://pandawa.jatengprov.go.id/gacorwir/ http://pandawa.jatengprov.go.id/138/ http://pandawa.jatengprov.go.id/stoto/ http://pandawa.jatengprov.go.id/rtp/ http://pandawa.jatengprov.go.id/sthai/ http://pandawa.jatengprov.go.id/toto4d/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/sgacor/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/sthai/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/toto4d/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/totoslot/ https://snaptik.temanku.okukab.go.id/inigacorbos/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/moment/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/alert/ https://saberhoaks.jabarprov.go.id/v2/vendor/animate/ https://sembako-dinsosp3a.sumedangkab.go.id/img/ https://ssstik.temanku.okukab.go.id/gacor/ httpshttps://ppks.sumedangkab.go.id/gacor/ https://djiratu.id/sgacor/ https://boom-motorist.com/ https://www.ijpchem.com/ https://divomusicmanagement.com/ https://sadanaraya.com/ https://aktual.com/epapers/ https://adelan.co.uk/ https://www.gafisa.com.br/