დასრულდა განცხადებების მიღება სამეცნიერო თანამდებობებზე
- 18 მარტი 2024
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო თანამდებობებზე მიმდინარე კონკურსში, 2024 წლის 13–15 მარტს, განხორციელდა განცხადებების მიღება.
საკონკურსოდ წარმოდგენილ იქნა სულ 42 განცხადება, შემდეგი განაწილებით:
გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილება:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (3 ვაკანსია) – 3 განცხადება;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი (5 ვაკანსია) - 8 განცხადება.
მზისა და მზის სისტემის განყოფილება:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (6 ვაკანსია) - 8 განცხადება;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი (7 ვაკანსია) - 13 განცხადება.
თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილება:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (4 ვაკანსია) - 4 განცხადება;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი (4 ვაკანსია) - 6 განცხადება.
საკონკურსო კომისია ასრულებს განცხადებების შემოწმების პროცესს, რის შემდეგაც, კონკურსის წესის თანახმად, დაიწყება კანდიდატების შერჩევის ეტაპი.